The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედიშერ მაჩაიძე

ედიშერ მაჩაიძე
Date of birth:12 July, 1956  (68 years)
Category:Engineer, Scientist, Educator, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1979 წელს; 1988 წელს - თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი; 1991 წელს - მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა.

1973-1980წწ. იყო სპორტსაზოგადოება "დინამოს" ინსტრუქტორი; 1980-1984წწ. - სპორტკომიტეტის მთავარი მწვრთნელი; 1984-1988წწ. - ჭიდაობაში უმაღლესი სპორტული დაოსტატების რესპუბლიკური სკოლის დირექტორი; 1988-1999წწ. - ფიზიკური კულტურის ტექნიკუმის დირექტორი; 2004 წლიდან - საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1994 წლიდან მსაჯობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს; იყო ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების მსაჯი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ექსტრა კატეგორიის საერთაშორისო არბიტრი. სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა სამშენებლო მექანიკის, კერძოდ, შედგენილი თხელკედლიანი სივრცითი კონსტრუქციების გაანგარიშების თეორია. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპიკერი და პროფესორი; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლითონის მილსადენების კონსტრუირება და ანგარიში დატბორილ ადგილებში", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სხვადასხვა სახით შედგენილი თხელკედლიანი სივრცითი სისტემების გაანგარიშების თეორია", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 218; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.245; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.114

Member of Organizations

  • საქართველოს სპორტსმენთა კავშირი, თავმჯდომარე (1994-)
  • ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, წევრი

Awards and Honors

  • 2014 - მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი (FILA)
  • 2000 - ღირსების მედალი
  • 1976 - სსრ კავშირის თასის მფლობელი
  • 1973 - სსრ კავშირის თასის მფლობელი
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

Bibliography


Share: