შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მაჩაბელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1965 წელს. 1965–1968წწ. მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინერგეტიკის ლაბორატორიაში პლაზმის ფიზიკის თეორიის დარგში.1968-1976წწ. იყო ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი და შემდეგ კი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976–2009წწ. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 1989 წლიდან ობსერვატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; 2006–2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და 2009–2011წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორი; 2010–2011წწ. თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი. ავტორია 90-მდე სამეცნიერო სტატიის; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება პლაზმაში არაწონასწორული პროცესების სტატისტიკური და მაგნიტური ჰიდროდინამიკის პულსარების გამოსხივების თეორიებს. არის სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი. ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. წლების განმავლობაში საქართველოს ტელევიზიით მიჰყავდა სამეცნიერო-პოპულარული გადაცემები. თანამშრომლობდა ცნობილი სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლებთან: კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (აშშ), ვაიცმანის ინსტიტუტთან (ისრაელი), კოსმოსური გამოკვლევების ინსტიტუტთან (რუსეთი), სიდნეის უნივერსიტეტთან (ავსტრალია) და სხვა. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კვაზიწრფივი თეორია დაჯახების გათვალისწინებით", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პლაზმური პროცესების როლი პულსარების გამოსხივებაში", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 217; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ გვერდი: tsu.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 596-597 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |