The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ მაღლაფერიძე

ვახტანგ მაღლაფერიძე
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1956-1961წწ. იყო ბათუმის, 1961 წელს გორის, 1961-1963წწ. თელავის სახელმწიფო თეატრების მთავარი რეჟისორი; 163-1973წწ. საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რეჟისორი; 1973-1977წწ. ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1997 წლიდან თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. დამდგმელი რეჟისორია სპექტაკლებისა: "კაცი და მგელი"(ა. ჰიმერა), "გზა მშვიდობისა"(ფ. როზოვი), "სად ცხოვრობ შენ"(გრ. ბერძენიშვილი) და სხვ. სატელევიზიო დადგმებისა: "გვადი ბიგვა"(ლ. ქიაჩელი), "უგზო ქარავანი"(ლ. გოთუა); თოჯინური სპექტაკლებისა: "კომბლე", "ჭინჭრაქა", "დაჩის ზღაპრები" და სხვ.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 217; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.112

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: