შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ მაღლაკელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური 1989 წელს, 1996 წელს იურიდიული ფაკულტეტები. 1990-1993წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასპირანტი, ფინანსთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი, განყოფილების უფროსი; 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი; 1998 წლიდან საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსი, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო მრჩეველი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 216 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |