შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე ბაღდავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1940 წელს. 1940 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; 1948–1953წწ. იყო გამომცემლობა "ნაკადულის" მხატვარ–რედაქტორი; შექმნა ქალთა განზოგადებულ–იდეალიზირებული პორტრეტები: "ქალი მარაოთი"(1944), "მეჩონგურე ქალი"(1945), ისტორიულ პირთა პორტრეტები: "თამარ მეფე"(1969), "მანანა ორბელიანი მეგობარ ქალთა შორის"(1947), ავტოპორტრეტები(1943, 1945, 1969, 1970). დიდი ადგილი დაუთმო ისტორიულ თემას: "გიორგი სააკაძის გამოთხოვება ოჯახთან"(1959), ქართველ და რუს პოეტთა ცხოვრებას: "შეხვედრა აკაკი წერეთელთან"(1948), "ლერმონტოვი საქართველოში"(1948), "პუშკინი ორთაჭალის ბაღში"(1946). მხატვრულად გააფორმა საბავშვო წიგნები( ა. ტოლსტოის "ბურატინოს თავგადასავალი ანუ ოქროს გასაღები", 1952). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფერმწერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.377; იუსტიციის სახლი : საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალის საძიებო პროგრამა : archival-services.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |