The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ ბაქრაძე–დედაბრიშვილი

სხვა სახელი:დედაბერი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1869
გარდაცვ. თარიღი:1942  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1897 წელს.

მუშაობდა პარიზის ბავშვთა სნეულებათა კლინიკებში, შემდეგ პასტერის სადგურში; 1901 წლიდან მუშაობდა თბილისის I საავადმყოფოში; 1908–1938წწ. იყო ამავე საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების, ხოლო 1938  წლიდან ქალაქის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გამგე. სამეცნიერო და საექიმო საქმიანობასთან ერთად ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას; ქართულ პერიოდულ პრესაში აქვეყნებდა საბავშვო მოთხრობებს. პედიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 

დისერტაცია–"საბავშვო დამბლების შედეგად განვითარებული მრუდე ტერფის ქირურგიული მკურნალობა"(დაიცვა პარიზში).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.376

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: