The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ გურგენიძე

გურამ გურგენიძე
Date of birth:30 November, 1929
Date of death:7 January, 2003  (at 73 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს.

1963-1974წწ. იყო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი და ალერგოლოგიის კურსის ხელმძღვანელი; 1974 წლიდან იყო მისივე თაოსნობით სსრკ–ში პირველად ჩამოყალიბებული ალერგოლოგიის კათედრის, ხოლო 1978 წლიდან ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების გამგე და რესპუბლიკური ალერგოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი; 1975-1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; შეისწავლა ალერგიულ დაავადებათა ეტიოპათოგენეზის კლინიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკურ საკითხებს; მის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბრონქული ასთმის ცალკეული კლინიკური ფორმის იმუნოლოგიური თავისებურებების დახასიათებას, აგრეთვე მკურნალობის და პროფილაქტიკური მეთოდების შემუშავებას; თანაავტორია ჰავაის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ გამოცემული კოლექტიური მონოგრაფიისა "ალერგია მსოფლიოში"; ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1966).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.212; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.279

Member of Organizations

  • იმუნორეაბილიტაციის საერთაშორისო ასოციაცია, საპატიო წევრი (1994-)
  • მოსკოვის ალერგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1979-)
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1995-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კოპესპონდენტი (1966-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კოპესპონდენტი (1988-)
  • ჩეხოსლოვაკიის პურკინეს სახელობის საბუნებისმეტყველო საზოგადოება, საპატიო წევრი (1979-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Share: