შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს. 1963-1974წწ. იყო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი და ალერგოლოგიის კურსის ხელმძღვანელი; 1974 წლიდან იყო მისივე თაოსნობით სსრკ–ში პირველად ჩამოყალიბებული ალერგოლოგიის კათედრის, ხოლო 1978 წლიდან ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების გამგე და რესპუბლიკური ალერგოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი; 1975-1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; შეისწავლა ალერგიულ დაავადებათა ეტიოპათოგენეზის კლინიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკურ საკითხებს; მის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბრონქული ასთმის ცალკეული კლინიკური ფორმის იმუნოლოგიური თავისებურებების დახასიათებას, აგრეთვე მკურნალობის და პროფილაქტიკური მეთოდების შემუშავებას; თანაავტორია ჰავაის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ გამოცემული კოლექტიური მონოგრაფიისა "ალერგია მსოფლიოში"; ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1966). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.212; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.279 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |