შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ბაღათურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს. მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშომლად; 1987-1991წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1992 წლიდან დირექტორი. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანება "კვებარომატკომპლექსს" (გენერალური დირექტორი). მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: ღვინის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო კვების პროდუქტების, ეთეროვანი ზეთების ქიმია, ტექნოლოგია და ექსპერტიზა. არის 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ამათგან 25 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, 36 გამოგონება და პატენტი. მეცნიერი კვების მრეწველობის დარგში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.376; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.280 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |