Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი გურგენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ბუკისციხე. დაამთავრა სამასწავლებლო ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1937 წელს. 1941 წლიდან მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1947 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში; იყო რედაქტორი ჟურნალ– "დაწყებითი სკოლა და სკოლამდელი აღზრდა"; 1973 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის სულხან–საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; იყო "საქართველოს სსრ პედაგოგიური აზრის ანთოლოგიისა", აგრეთვე ი. გოგებაშვილის რჩეულ თხზულებათა ხუთომეულის რედკოლეგიის წევრი და შემდგენელი, III ტომის რედაქტორი; დიდი წვლილი მიუძღვის დიდაქტიკის აქტუალური პრობლემების მეცნიერულ კვლევასა და ი. გოგებაშვილის მდიდარი პედაგოგიური მემკვიდრეობის შესწავლასა და გამოქვეყნებაში; თანაავტორია პედაგოგიკის ხუთი სახელმძღვანელოსი; პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1954), პროფესორი (1980). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.213 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |