The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ბაქრაძე

თამარ ბაქრაძე
Date of birth:10 January, 1907
Date of death:18 June, 1995  (at 88 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1929 წელს და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრთან არსებული დრამატული სტუდია 1930 წელს.

1930-1967წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო  თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს როლები: ამალია  (შილერის "ყაჩაღები"), ლიდია კოვალი (კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ემილია (შექსპირის "ოტელო"), კრუჩინინა (ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), კნეინა ჩიტუნია (დადიანის "გუშინდელი"), ქეთევან დედოფალი(შანშიაშვილის "გიორგი სააკაძე"), ზეინაბი(სუმბათაშვილის "ღალატი"), ოთარაანთ ქვრივი (ილია ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით), სანათა (მრევლიშვილის "ზვავი"), გერტრუდა (შექსპირის "ჰამლეტი") და სხვ. გადაღებულია ფილმებში: "ჩრდილი გზაზე"(მაგდა, 1956), "ენგურის ნაპირებზე" (მარიამი, 1961). 1964 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ასწავლიდა მსახიობის ოსტატობას და მეტყველების კულტურას. 1976 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.375; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ., 1988.- გვ.7 

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1941 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: