შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ მანჯგალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს. 1963 წლიდან იყო კიბერნეტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თნამშრომელი; 1964 წლიდან "ბაქტერიოფაგის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975 წლიდან მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1979 წლიდან რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1988 წლიდან დირექტორი; 1997 წლიდან სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. არის 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰენტოზო-ფოსფატური ციკლის მუტანტების მიღება და მათი ბიოქიმიურ-გენეტიკური ანალიზი", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 213; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.443 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |