შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხეითი, ონის რაიონი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1920 წელს. 1921 წლიდან მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოებისა და კლინიკების გინეკოლოგიურ განყოფილებებში; 1957–1973წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი; 1947–1977წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებული IV მთავარი სამმართველოს საავადმყოფო–პოლიკლინიკის კონსულტანტი; დაამუშავა ენდოკრინული ჯირკვლის–ყვითელი სხეულის სტიმულაციის მეთოდიკა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.373 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |