Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ბაქრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია 1912 წელს; სწავლობდა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე.1913 წელს გადავიდა პეტერბურგში სამხედრო–სამედიცინო აკადემიაში. 1915 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, იბრძოდა თურქეთის ფრონტზე. 1916 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც 1917 წელს დაამთავრა. 1917–1941წწ. მუშაობდა ვაჟთა პირველ გიმნაზიაში ფიზკულტურის მასწავლებლად. 1935 წელს მისი თაოსნობით ამ სკოლის ბაზაზე გაიხსნა საქართველოს განათლების სახალხო კომიტეტის ბავშვთა სპორტული სკოლა. ა. ბაქრაძე იყო ამ სკოლის მასწავლებელი და დირექტორი. 1950 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. 1941–1958წწ. მუშაობდა აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის კათედრაზე უფროს მასწავლებლად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტანმოვარჯიშე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.373 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |