Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ბაქრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი. დაამთავრა ვარშავის საბეითლო ინსტიტუტი 1914 წელს. მუშაობდა ბეითლად თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის დაბა ჯალალოღლიში(ახლანდელი სტეფანავანი, სომხეთის რესპუბლიკა); 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ფუნდამენტური ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; 1935–1937წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის(ახლანდელი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა) ბიბლიოთეკათმცოდნეობის კაბინეტის გამგე, 1937–1939წწ. საქართველოს წიგნის პალატის სწავლული მდივანი, 1938 წლიდან თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრის გამგე. მან დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში ბიბლიოგრაფიისა და ბიბლიოთეკათმცოდნეობის განვითარებას, უმაღლეს საბიბლიოთეკო განათლებას. აღსანიშნავია გ. ბაქრაძის შედგენილი "ქართული პერიოდიკა. ბიბლიოგრაფია. 1819–1945"(თბილისი, 1947). ვლადიკავკაზის გიმნაზიაში სწავლის დროს შეისწავლა ესპერანტო. სპეციალური გამოცდის ჩაბარების შემდეგ აირჩიეს საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესორად. ბიბლიოგრაფი, ესპერანტისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.373 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |