შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი სევა. 1911 წელს მუშაობდა თბილისის მუსიკალური ინსტრუმენტების ფაბრიკაში; 1921–1923წწ. იყო წითელი არმიის რიგებში; 1924 წლის აგვისტოში მონაწილეობდა მუხრანის რაიონში მოქმედი ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ლელო ჩიქოვანის რაზმის წინააღმდეგ ბრძოლაში; 1924–1930წწ. მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის მუხრანის რაიკომის მდივნად, ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად, კახეთის საოლქო კომიტეტის მდივნად; 1930–1931წწ. სწავლობდა საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ მარქსიზმ–ლენინიზმის კურსებზე; 1931–1937წწ. იყო პარტიის ცენტრალურ კომიტეტის განყოფილების გამგე, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი; 1937–1947წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. კომუნისტური პარტიისა და სახელმწიფო მოღვაწე. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.374 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |