The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ გურგენიძე

ვლადიმერ გურგენიძე
დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, თანამდებობის პირი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა იავანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1987-1990წწ; მილდბერის (აშშ) კოლეჯში 1990-1991წწ; ემორის (აშშ) უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში მიიღო ბიზნესის მაგისტრის ხარისხი 1993 წელს.

1997-2003წწ. მუშაობდა ბანკში - "ABN Amro" წამყვან თანამდებობებზე; 2003-2004წწ. იყო ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი ბანკში – "Putman Lovell"; 2004 წელს "საქართველოს ბანკს" ჩაუდგა სათავეში; 2007-2008წწ. იყო საქართველოს პრემიერ–მინისტრი; 2009 წელს რუმინელ ბიზნესმენთან ერთად დაარსა საინვესტიციო კომპანია "Liberty Investments".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.213; საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდი: gov.g

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ემორის უნივერსიტეტის ალტერნატიული ინვესტიციების ცენტრი, თავმჯდომარე (2009-)
  • სააქციო საზოგადოება "გალთ ენდ თაგგარტ სექიურითის" სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2004-2007)
  • საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭო, წევრი (2004-2007)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
    საქართველოს მთავრობის მეთაურობისთვის ქვეყნისთვის განსაკუთრებით რთულ პერიოდში და ქართულ ბიზნესში ნოვატორული იდეებისთვის
  • 2008 - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

გააზიარე: