Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან ბაქრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: შორაპნის მაზრა (ახლანდელი ჭიათურის რაიონი), სოფელი დარკვეთი. რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დროს; 1903–1904წწ. მონაწილეობდა ქუთაისის მოსწავლეთა გაფიცვებსა და დემონსტრაციებში; იყო რსდმპ კავკასიის კავშირის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის პროპაგანდისტთა კოლეგიის წევრი და მუშაობას ეწეოდა ბაღდათისა და ჭიათურის სოციალ-დემოკრატთა ორგანიზაციებში; 1905 წელს მონაწილეობდა ჭიათურის მუშათა და გლეხთა რევოლუციურ ბრძოლებში; შეიარაღებული აჯანყების დამარცხების შემდეგ არალეგალურად გაემგზავრა ბაქოში, სადაც ასრულებდა პარტიის პასუხსაგებ დავალებებს(არალეგალური სტამბის მოწყობა, რევოლუციური ლიტერატურის გავრცელება და სხვ.). 1908 წელს ვალერიან ბაქრაძე მონაწილეობდა ირანის რევოლუციაში. ერთ-ერთი შეტაკების დროს იგი შეიპყრეს და ჩამოახრჩვეს(ქალაქი ყაზვინი). რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ამიერკავკასიაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. -გვ. 241.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |