Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ მამაცაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკა-გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1964 წელს, 1973 წელს საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემიის საგარეო ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1965 წელს იყო ავტომატიზაციის საშუალებათა კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი; 1965-1970წწ. მეტროლოგიის ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი; 1970-1973წწ. მოსკოვის საგარეო ვაჭრობის აკადემიური მსმენელი; 1973 წელს "ტექმაშექსპორტის" უფროსი ინჟინერი; 1974-1976წწ. ავსტრალიაში სსრკ წარმომადგენლობის უფროსი ინჟინერი; 1977-1989წწ. "ლიცენზინტორგის" უფროსი ინჟინერი, დირექტორი(მოსკოვი); 1989-1992წწ. იაპონიაში სსრკ სავაჭრო წარმომადგენელი(ტოკიო); 1992-1993წწ. საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე; 1995 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში; 1998 წლიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 209 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |