შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხუტა მამალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჩოხატაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაცია-ელექტროფიკაციის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით 1970 წელს. 1997-1990წწ. მუშაობდა აგროსამრეწველო სფეროში: 1970-1988 წწ. "საქსოფლტექნიკის" ინჟინერი; ჩოხატაურის რაიონის "საქსოფლტექზედამხედველობის" უფროსი ინჟინერ-ინსპექტორი; "საქსოფლტექნიკის ამავე რაიონის განყოფილების მთავარი ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, ამავე დაწესებულების გარდაბნის რაიონული გაერთიანების უფროსი ინჟინერი, მმართველი; 1989 წლიდან აგროსამრეწველო კომბინატ "გარდაბნის" გენერალური დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, გარდაბნის №21 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქიდან; 2000-2003წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის პირველი მოადგილე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 209; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.232 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |