The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როზა ლორთქიფანიძე

როზა ლორთქიფანიძე
Date of birth:2 December, 1954  (71 years)
Category:Scientist, Politician, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზანავი, ახლანდ. ადიგენის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი სპეციალობით აგრომელიორაცია 1975 წელს.

1980-1988წწ. იყო მ. საბაშვილის სახელობის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნიადაგმცოდნეობის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1990წწ. ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1992წწ. წყალტუბოს ზონის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საწარმოო გაერთიანების თავმჯდომარე, პრეფექტის მოადგილე, შემდეგ გამგებლის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: მწვანეების პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საქართველოს მწვანეთა პარტია; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქიდან; 2004-2011წწ. ს/ს კოლეჯში დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს სუბტროპიკული უნივერსიტეტის პროფესორი; 2011-2022წწ. შპს აგრობიზნესისა და აგროეკოლოგიის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი; გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნიერო ნაშრომი, 3 მონოგრაფია, 15 სახელმძღვანელო. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1986), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგებში ფოსფორიანი სასუქების სხვადასხვა ფორმების ურთიერთქმედება მინერალოგიურ ასოციაციებთან", დაიცვა 1986 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 204; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.229

Member of Organizations

  • პოლიტიკური პარტია "აღორძნება", წევრი
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის აგრარული კომისიის აგრალური რეფორმების ქვეკომისია, თავმჯდომარე (საქართველოს მწვანეთა პარტია) (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ალიანსი ახალი საქართველოსთვის", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, თავნჯდომარის პირველი მოადგილე (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ქვეკომიტეტი, თავმჯდომარე (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი" (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (1993-)
  • საქართველოს მწვანეთა იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, თავმჯდომარე (1988-1993)
  • საქართველოს პარლამენტის მე-4 მოწვევის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს პარლამენტის მე-4 მოწვევის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • ხალხის პარტია, წევრი

Bibliography


Share: