The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ გურგენიძე

თამარ გურგენიძე
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1940  (85 წლის)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვორონეჟი, რუსეთი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი 1963 წელს.

1963 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი და წარმატებით ასრულებდა მეცო–სოპრანოს წამყვან პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია: მარინა მნიშეკი (მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), კანიო (ლეონ კავალოს "ჯამბაზები"), კარმენი (ჟ. ბიზეს "კარმენი"), დედა (ო. თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება"), კატო (მ. დავითაშვილის "ქაჯანა"); ეწეოდა სასცენო მოღვაწეობასაც; აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ვოკალური ციკლები: რ. შუმანის "ქალის სიყვარული და ცხოვრება", მ. დეფალიას "7 ესპანური სიმღერა", მ. მუსორგსკის "უმზეოდ" და "სიკვდილის სიმღერები და ცეკვები", ო. თაქთაქიშვილის "5 ვოკალური პოემა"; მომღერალი (მეცო–სოპრანო). დირიჟორ თამაზ ჯაფარიძის მეუღლე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.213; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.132

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1984 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: