Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი 1973 წელს; ასპირანტურა (სოციოლოგია) 1978 წელს; მოსკოვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია (ისტორია-პოლიტოლოგია). 1983-1986წწ. საქართველოს კომკავშირის ცკ-ის პირველი მდივანი; 1989-1990წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მთავარი სახელმწიფო მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების დარგში; 1992-1995წწ. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის ხელმძღვანელი; 1995-1998წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1998წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში; 1998-2000წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (მთავრობის ხელმძღვანელი); 1999-2000წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიული კვლევის სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; 2000-2006წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიის კათედრის დამაარსებელი და კათედრის გამგე; 2001-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ბაღდათის საარჩევნო ოლქიდან; 2007-2014წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი; 2010-2014წწ. საპატრიარქოს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი (2014-2018); 2014 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; სამეცნიერო ჟურნალის "დემოგრაფია" დამაარსებელი (1999); თეორიული ჟურნალის "ქრისტიან-დემოკრატია" ერთ-ერთი დამაარსებელი და გამომცემელი (2000). სამეცნიერო ინტერესების სფერო: დემოგრაფია, რეგიონალური დემოგრაფიის პრობლემები, ისტორიული დემოგრაფიის პრობლემები, დემოპოლიტოლოგიური პრობლემების კვლევა, დემოსოციოლოგიური პრობლემების კვლევა. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. არის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 7 მონოგრაფიის. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამცხე-ჯავახეთის დემოგრაფიული განვითარების პრობლემები", დაიცვა 1993 წელს; სადოქტორო დისერტაციი თემა - "ისტორიული მესხეთის დემოგრაფიული განვითარების პრობლემები საქართველოში", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 202; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.228; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.109; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.429 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |