Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ გურგენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1955 წელს. საქართველოს სამეცნიერო–პოპულარულ და დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეში" გადაღებული აქვს შემდეგი ფილმები: "სეინერები ზღვაში გადიან" (1961), "დაუმთავრებელი დღიურები" (1962, ბ. კრეფსთან ერთად), "ალვანელი მეცხვარეები" (1964), "ვარძია" (1967), "კლდის ვეფხვი" (1968), "სანდრო ახმეტელი" (1969), "საგარეჯოელი ფალავანი" (1974), "შემოქმედების სიმფონია" (1975), "სერგო ქობულაძე" (1977), "სულხან ცინცაძე" (1979), "თავკაცი" (1980), "ენგურის ეპოპეა" (1982), "მეორე შტურმი" (1985), "ქალის პორტრეტი" (1987); მიღებული აქვს სპორტული ფილმების XXVIII საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო დიპლომი (კორტინა დამპეცო, იტალია), დოკუმენტური ფილმისთვის – "ქართული ჭიდაობა" (1972), სახელმწიფო პრემია "ხუთწლედის მატიანე", ფილიმისთვის – "ენგურის ეპოპეა" (1982). კინორეჟისორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.214; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.123 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |