Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჟანრი ლოლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი კურსები 1963 წელს. 1958-1961წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მხატვარი-მულტიპლიკატორი; 1961-1963წწ. კინემატოგრაფიის ინსტიტუტის მხატვარი; 1963-1964წწ. ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1965 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი. რუსთაველის თეატრში განსახიერებული როლები: მგელი, ბიჭი (სულხან-საბა ორბელიანი, "სიბრძნე სიცრუისა"), ტიმოთე (ა. ცაგარელი, "ხანუმა"), გრენგოლი (შ. დადიანი, "გუშინდელნი"), მეორე ვეზირი (ა. სულაკაური, "სალამურა"), მწერალი (პ. კაკაბაძე, "ყვარყვარე"), მერკუციო (შექსპირი,"რომეო და ჯულიეტა”), თედორე (ა. ტოლსტოი, "ივანე მრისხანეს სიკვდილი"), მთხრობელი (ბ. ბრეხტი, "კავკასიური ცარცის წრე"), გიორგი (ნ. წულეისკირი "თუთარჩელა"), ავშაროვი (მ. ჯავახიშვილი, "ქალის ტვირთი"), ვარსქენი (ი. ცურტაველი, "შუშანიკის მარტვილობა"), ბრიგადირი (ა. გელმანი "დასაწყისი"), ლენინი, ექიმი ობუხი, ტიხონოვ-ლუგოვოი (მ. შატროვი, "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე"), გოგი, ბანდიტი, დავითი (რ. სტურუა, ა. ვარსიმაშვილი, ლ. ფოფხაძე "ვარიაციები თანამედროვე თემაზე"), იონა (ლ. თაბუკაშვილი, "ათვინიერებენ მიმინოს"), მასხარა (შექსპირი, "მეფე ლირი"), ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძე, "კაცია-ადამიანი?!"), და სხვა. ჟანრი ლოლაშვილს ასევე შესრულებული აქვს კინოფილმებში შემდეგი როლები: თავადი ("ნუცა"), ედისონი ("მოხეტიალე რაინდები"), მხატვარი ("მწვანე მდელო"), იონა ("გზა შინისკანენ"), ნაპოლეონი ("ბაგრატიონი"), ფოტორეპორტიორი ("რამდენიმე ინტერვიუი პირად საკითხებზე"), ხოსე "ფაქიზად საყვარელი დეტექტივი"), მმართველი ("გაქცევა ქვეყნის დასალიერში"), მამა ("მიახლოვება"), ხოსე-გარსია ("დონ-კიხოტი"), ხიუზი ("ჩემი ინგლისელი პაპა"), ძმა ("ვინ ამიყვანს იალბუზზე"), ილია ილიას ძე ("სტალინის მოგზაურობა აფრიკაში"), ყადი ("სიბრძნე-სიცრუისა"), მამა ("საფეხურები"), ქურდი ("საბედისწერო გასროლა"), და სხვა. 2000 წელს მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ("კაცია- ადამიანი?!", რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ოქროს ნიღაბი"). შექმნა ტელეგრაფისტ ქრისტოფერ ჰიუზის შთამბეჭდავი სახე ნ. ჯორჯაძის ფილმში „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“ (1986). მონაწილეობდა სატელევიზიო სპექტაკლებში: "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და სხვ. მის მიერ შესრულებული როლები გამოირჩევა ხასიათის მრავალფეროვნებითა და დამაჯერებლობით. მნიშვნელოვანია მისი ფერწერული ნამუშევრებიც. 2020 თბილისში მოეწყო მისი გამოფენა "გალერეა არტში", საქართველოს ეროვნული მუზეუმისა დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 198; ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1992.-გვ.50-51; rustavelitheatre.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.409 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |