შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ლიპარტელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლექსურა, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1988 წელს. 1987-1988წწ. იყო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ "რადიანის" ინჟინერი; 1988-1989წწ. გაერთიანება "საქკურორტის" ინჟინერი; 1989-1994წწ. თბილისის N46 და N6 სასუალო სკოლების მათემატიკის მასწავლებელი; 1995 წლიდან ლენტეხის გამგეობის თავმჯდომარე; 2002 წლიდან მუშაობა დაიწყო შპს "საქრთველოს ფოსტა"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, 2005 წლიდან მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 198; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.225
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |