Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ მაღლაფერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს. 1981-1982 წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" გაერთიანება "დებიუტის", უფროს რედაქტორად; 1983-1984 წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მხატვარ-რესტავრატორად; 1984-1994 წწ. მე-6 საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელად; 1988-1990 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელად; 1990-1992 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ქრისტიანული კულტურის შემსწავლელი ლაბორატორიის უფროს მეცნიერ-თანამშრომელად; 1992-1997 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ქრისტიანული კულტურის შემსწავლელი ლაბორატორიის გამგედ; 1993-2000 წწ. იყო გაზეთ "კავკასიონის" დამფუძნებელი; 1995-1997 წწ. გაზეთ "კავკასიონის" რედაქტორი; 1997-1998 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების ისტორიის შემსწავლელი კათედრის დოცენტი; 1998-1999 წწ. გაზეთ "კავკასიონის" მთავარი კონსულტანტი; 1999-2004 წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2005 წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005-2008 წწ. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტები); 2008-2009 წწ. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; 2010-2012 წწ. ელექტრონული ჟურნალი "კალმასობა", მთავარი რედაქტორი; 2013-2014 წწ. შპს "სინათლის სახლ ორიონის" დირექტორი; 2014-2016 წწ. ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "საზოგადოება 20/30"-ს მთავარი პროდუსერი; 2017-2020 წწ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი; დისერტაცია დაიცვა ქართული სარაინდო რომანის ტიპოლოგიაზე, მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (1989); არის დამხმარე სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი, 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი და სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი პუბლიცისტური სტატია; ისრაელის კეთილი ნების ელჩი; 1993 წელს მონაწილეობდა აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მიმდინარე ბრძოლებში. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 239; საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდი: 1tv.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.589 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |