Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ გურგენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ქ. ულიანოვსკის (სიმბირსკი) უმაღლესი სატანკო სამეთაურო სასწავლებელი 1973 წელს; ჯავშან–სატანკო ჯარების სამხედრო აკადემია 1988 წელს. 1973-1979წწ. მსახურობდა აღმოსავლეთ გერმანიაში; 1978-1983წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, სადაც მეთაურობდა სატანკო ბატალიონს; 1983-1988წწ. იყო ქ. კიროვაბადში დისლოცირებული სატანკო პოლკის მეთაური, შემდეგ იმყოფებოდა ავღანეთში; 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ პოლკოვნიკის წოდებით გადადგა სამხედრო სამსახურიდან; 1992 წლიდან მეთაურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადას; მონაწილეობდა აფხაზთის კონფლიქტში; 1994-1998წწ. სარდლობდა ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების ქართულ დანაყოფს. 2004 წლიდან იყო თადარიგში; გენერალ–მაიორი (1997). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.214 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |