შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1955 წელს. 1958-1962წწ. მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1962-1969წწ. უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1972-1978წწ. ოფთალმოლოგიის ლაბორატორიის გამგედ; 1978-2005წწ. ოფთალმონევროლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელად; მისი მუშაობის ძირითადი სფერო იყო ოფთალმოლოგიური სიმპტომებისა და სინდრომების მნიშვნელობის შესწავლა თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და სიმსივნური დაზიანების დიაგნოსტიკისა და დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის, აღნიშნული სიმპტომოკომპლექსების პათოგენეზური მექანიზმების ახსნა, მხედველობის გზის მსვლელობის და მისი სტრუქტურის დაზუსტება; ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის 6 მონოგრაფიის და 4 მეთოდური რეკომენდაციის; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1969). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.214; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |