შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ გურეშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარანი, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1966-1967წწ. იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი; 1987-1989წწ. მწერალთა კავშირის ლიტფონდის დირექტორი; 2001-2003წწ. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე; 1946 წლიდან აქვეყნებდა ლექსებს; ავტორია პოეტური კრებულებისა: "ჩემი გაზაფხული"(1955), "შინ და გარეთ"(1959), "მიწა და ვარსკვლავები"(1962), "გუშინ, დღეს, ხვალ"(1974), "გზა"(1985), "სამადლობელი"(1986); პროზაული ნაწარმოებებისა: "მეგობრობის თვალით"(1956), "დღეები და ქალაქები"(1964); თარგმნა უცხოელ ავტორთა ნაწარმოებები, მათ შორის: უნგრელი მწერლის იმრე მადაჩის დრამატული პოემა "ადამიანის ტრაგედია"(1984); მისი ლექსები თარგმნილია უცხო ენებზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.215; geonecropol.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. -გვ.67; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 107 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |