The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო ლეკიშვილი

ნიკო ლეკიშვილი
Legal name:ნიკოლოზ ლეკიშვილი
Date of birth:20 April, 1947  (77 years)
Category:Public official, Engineer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1970 წელს; 1989 წელს მოსკოვის საზოგადოების მართვის აკადემია.

1971-1972წწ. სპი-ის თბოტექნიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1972-1977წწ. თბილისის კომკავშირის ქალაქკომის ინსტრუქტორი, თბილისის პირველი მაისის რაიკომის მდივანი, პირველი მდივანი, კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, პირველი მდივანი; 1977-1982წწ. კპ-ს თბილისის პირველი მაისის რაიკომის მეორე მდივანი; 1982-1985წწ. რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1985-1988წწ. თბილისის კომიტეტის მეორე მდივანი; 1988-1990წწ. პირველი მდივანი, ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით;  ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი (1992); 1992 წელს საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №2.8 დიდუბის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; საქართველოს პრემიერ მინისტრის მოადგილე (1993); 1993-1995წწ. თბილისის მერი; 1995-1998წწ. სახელმწიფო მინისტრი; 1998-2004წწ. გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული,  მაჟორიტარი, მაჟორიტარი №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქიდან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი; 2004-2008წწ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, საინიციატივო ჯგუფი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 197; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 223; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, თავჯდომარე (2004-2008)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

Awards and Honors

  • 2019 - თბილისის საპატიო მოქალაქე

Share: