შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო ლეკიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1970 წელს; 1989 წელს მოსკოვის საზოგადოების მართვის აკადემია. 1971-1972წწ. სპი-ის თბოტექნიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1972-1977წწ. თბილისის კომკავშირის ქალაქკომის ინსტრუქტორი, თბილისის პირველი მაისის რაიკომის მდივანი, პირველი მდივანი, კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, პირველი მდივანი; 1977-1982წწ. კპ-ს თბილისის პირველი მაისის რაიკომის მეორე მდივანი; 1982-1985წწ. რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1985-1988წწ. თბილისის კომიტეტის მეორე მდივანი; 1988-1990წწ. პირველი მდივანი, ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი (1992); 1992 წელს საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №2.8 დიდუბის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; საქართველოს პრემიერ მინისტრის მოადგილე (1993); 1993-1995წწ. თბილისის მერი; 1995-1998წწ. სახელმწიფო მინისტრი; 1998-2004წწ. გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, მაჟორიტარი №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქიდან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი; 2004-2008წწ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, საინიციატივო ჯგუფი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 197; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 223; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.326 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |