The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ გერაძე

დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1974წწ. იყო ტყიბულის მედიკო–სანიტარული ნაწილის ცეხის ექიმი; 1975–1978წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის რეანიმაციის განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1978–1982წწ. მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–მუშაკი; 1982–1991წწ. გ. ი. დ. დ. კარდიომიოპათიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991 წლიდან განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის. მისი სამეცნიერო ნაშრომები მოხსენებულია 81 სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაზე და საერთაშორისო სიპოზიუმებზე. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა: - "სხვადასხვა კლასის ნიტრატების შედარებითი ეფექტურობა გულის იშემიური დაავადების დროს", დაიცვა ერევანში 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.62

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: