შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კვიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ევროპისა და აშშ-ს უახლესი ისტორიის სპეციალობით 1992 წელს; 1993 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტი და მიიღო სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი. მუშაობდა ატლანტის გრეიდის სამედიცინო ცენტრის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში; 1995-1997წწ. გაერთიანებული მეთოდისტური დახმარების კომიტეტის(UMCOR) საქართველოს მისიის უფროსის მოადგილე და მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; 1995-2002წწ. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტანტი აზერბაიჯანში, ლიტვაში, უკრაინაში, სომხეთსა და სერბეთში. 2002-2003წწ. ნიუ-იორკის აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტი და შიდსის წინააღმდეგ ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ინსტიტუტის კონსულტანტი; 2004 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის (EastWest Institute) ადმინისტრაციის დირექტორი, ხოლო 2005 წლიდან ადმინისტრაციის უფროსი დირექტორი; 2008-2010წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; 2010-2013წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2014-2015წწ. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი. წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |