Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ჩხიკვიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გუთური, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1946-1948 წწ. სწავლობდა საქართველოს კომპარტიის ცკ-სთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში; მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში როგორც მფრინავი; 1948-1954 წწ. მუშაობდა საზღვარგარეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში; 1954-1955 წწ. საქართველოს კომპარტიის კალინინის რაიკომის პირველი მდივანი; 1955-1956 წწ. საქართველოს კომპარტიის ცკ-ის მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების გამგე; 1956-1957 წწ. საქართველოს კომპარტიის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი; 1957-1961 წწ. საქართველოს კულტურის მინისტრი; 1961-1969 წწ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი; 1972-1980 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1981-1987 წწ. საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრი. 100-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორია, მათ შორის, მონოგრაფიებისა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1968). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.178; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის ვებგვერდი: tsu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |