The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ გურიელი–ჭყონია

არჩილ გურიელი–ჭყონია
დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1895
გარდაცვ. თარიღი:21 ნოემბერი, 1955  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნიუ–იორკი, აშშ
კატეგორია:ბიზნესმენი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1915 წლიდან გიმნაზიის დასრულების შემდეგ ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადო საქმიანობას. 1921 წელს იყო თებერვლის ბრძოლების (ბოლშევიკური რუსეთის მე–11 არმიის წინააღმდეგ) აქტიური მონაწილე. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში - საფრანგეთში (1922-1937). 1937 წლიდან აშშ–ში გადავიდა. აქტიურად ჩაება ქართული პოლიტიკური ემიგრაციის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, იყო ამერიკის ქართული საზოგადოების თავმჯდომარე. დაქორწინდა კოსმეტიკური პროდუქტების დედოფალ ჰელენა რუბინშტეინზე (1882-1965). მისი ინიციატივით დაფუძნდა პარფიუმერიის სამრეწველო სავაჭრო ქსელი – "გურიელის სახლი" აშშ–ში, სადაც შეძლებულ მამაკაცებს შეეძლოთ შეეძინათ წვრილმანიდან დაწყებული ძვირადღირებულ კოსმეტიკასა და პარფიუმერულ ნაწარმამდე ყველაფერი. იყო ცნობილი პარფიუმერული წარმოების "Prince Matchabelli" თანადამფუძნებელი და აშშ–ის ქართული ასოციაციის ერთ–ერთი ფუძემდებელი.  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.219; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.60

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ–ის ქართული ასოციაცია, თავმჯდომარე (1945-1947)

გააზიარე: