The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტატო ლასხიშვილი

ტატო ლასხიშვილი
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1960  (65 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1982 წელს; 1990 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1980-1991წწ. იყო საქტელერადიოს სპორტული პროგრამების მთავარი რედაქციის კომენტატორი; 1991-1998წწ. გაზეთ "სვობოდნაია გრუზიას" მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე; 1998 წლიდან მთავარი რედაქტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 194; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.347; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.297

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1997 - ღირსების მედალი

გააზიარე: