The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ბაკურაძე

თეიმურაზ ბაკურაძე
Date of birth:17 April, 1943  (81 years)
Category:Composer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს. 

1968 წლიდან მუშაობდა კომპოზიტორად კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; არის ავტორი ნაწარმოებებისა: სცენიური: "პრელუდიუმი", ჰეპენინგი სოლისტების, სიმფონიური ორკესტრისა და მაგნიტური ფირისათვის 2 მოქმედებად: "ხმაურებიდან გალობამდე", "მცირე წრე"(ტექსტი ვაჟა–ფშაველასი, 1974), ვოკალურ–ინსტრუმენტული: "ლირიკული სტროფები", კანტატა, სოლისტების, მამაკაცთა კამერული გუნდისა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის – "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით(1963); "ჯონ რიდი", ორატორია სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(ტექსტი გ. ტაბიძისა, 1970); სიმფონია–კანტატა გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – "გალობანი სინანულისანის" მიხედვით(1971); კამერული: სექსტეტი კლარნეტის, დასარტყამი ინსტრუმენტებისა და სიმებიანი კვარტეტისათვის(1963); დიალოგები კლარნეტის, ფაგოტისა და ვიოლონჩელისათვის(1968); სიმებიანი კვარტეტი "ფშაური ნატირლები" ორი წიგნი კვარტეტისათვის(ტექსტი გ. ტაბიძის მიხედვით, 1970), "მწუხრი" სიმებიანი ორკესტრისათვის(1978); ორი წიგნი კვინტეტისათვის (საფორტეპიანო) – IX ს. უცნობი ქართველი ავტორისა და ეკლესიასტეს წიგნის(XI, 9) მიხედვით(1992); არის კომპოზიტორი კინოფილმებისა: "იყო შაშვი მგალობელი", "პასტორალი"(რეჟ. ო. იოსელიანი), "ქალაქი ანარა", "მოცურავე"(რეჟ. ი. კვირიკაძე), "უბედურება"(რეჟ. გ. კანდელაკი); სპექტაკლებისა: "ოიდიპოს მეფე"(რეჟ. თ. ჩხეიზე), "კორიოკანოსი"(რეჟ. გ. ქავთარაძე), "რიჩარდ II"(რეჟ. ა. ქანთარია); ტელეფილმებისა: "დაუვიწყარი დღე", "ავთო ვარაზი".

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996–97. – გვ. 33

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1970-)

Awards and Honors

  • 1992 - საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს არწივი", ლაურეატი მუსიკის ნომინაციით
  • 1969 - რესპუბლიკური პრემია
  • 1968 - საკავშირო პრემია
  • 1967 - რესპუბლიკური პრემია
  • 1963 - რესპუბლიკური პრემია

Share: