The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეთერ ანჯაფარიძე

ეთერ ანჯაფარიძე
Date of birth:15 September, 1956  (67 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1979 წელს.

1972 წლიდან დაიწყო საშემსრულებლო მოღვაწეობა; 1981–1991წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის პედაგოგად; 1981–1991წწ. თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1992 წლიდან საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა აშშ-ში; რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს და არის სასწავლო–საშემსრულებლო პროგრამის AmerKlavier ხელმძღვანელი; გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე სოლო და კამერული პროგრამებით და თანამშრომლობს როგორც სოლისტი განთქმულ ორკესტრებთან და გამოჩენილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან ჯ. კახიძე, ვ. სპივაკოვი, ვ. გერგიევი, ი. ტემირკანოვი, ჯ. დეპრისტი და სხვ. მისი ჩანაწერები გამოცემულია მელოდია, ნაქსოს და მარკო პოლოს მიერ.  

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., – 1996–97. – გვ. 24

Awards and Honors

  • 1976 - მონრეალის საერთაშორისო კონკურსი(კანადა), გრან–პრი
  • 1974 - პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, მეოთხე პრემია (მოსკოვი)
  • ღირსების ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის საერთაშორისო ორდენი
  • საქართველოს სახალხო არტისტი
  • ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, ლაურეატი

Share: