შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ ანჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1979 წელს. 1972 წლიდან დაიწყო საშემსრულებლო მოღვაწეობა; 1981–1991წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის პედაგოგად; 1981–1991წწ. თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1992 წლიდან საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა აშშ-ში; რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს და არის სასწავლო–საშემსრულებლო პროგრამის AmerKlavier ხელმძღვანელი; გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე სოლო და კამერული პროგრამებით და თანამშრომლობს როგორც სოლისტი განთქმულ ორკესტრებთან და გამოჩენილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან ჯ. კახიძე, ვ. სპივაკოვი, ვ. გერგიევი, ი. ტემირკანოვი, ჯ. დეპრისტი და სხვ. მისი ჩანაწერები გამოცემულია მელოდია, ნაქსოს და მარკო პოლოს მიერ. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., – 1996–97. – გვ. 24 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |