The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინე იაშვილი

მარინე იაშვილი
Date of birth:20 October, 1932
Date of death:9 July, 2012  (at 79 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1958 წელს. 

1958 წელს მიიწვიეს მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგად; 1960–1966წწ. მუშაობდა მოსკოვის კონსერვატორიაში მოსტრასის ასისტენტად; 1966–1975წწ. თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი; 1967–1973წწ. საქართველოს ფილარმონიის კამერული ორკესტრის სოლისტი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1975–1980წწ. იუგოსლავიის მუსიკალური აკადემიის პროფესორი, სავიოლინო კათედრის გამგე, 1980 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი; მარინე იაშვილმა პირველი დიდი გამარჯვება 1949 წელს, პრაღაში, კუბელიკის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა. ამ კონკურსმა გაუთქვა სახელი მაშინ სრულიად ახალგაზრდა, 17 წლის მევიოლინეს, რომელიც საერთაშორისო კონკურსის პირველი ლაურეატი გახდა როგორც საქართველოს, ისე მთელი კავკასიის მასშტაბით; ხშირად მართავდა კონცერტებს საზღვარგარეთ; საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული: იან კუბელიკის სახელობის კონკურსი (1949, პრაღა), ჰენრიკ ვენიავსკის სახელობის მევიოლინეთა კონკურსი (1952, პოზნანი), ელისაბედის სახელობის კონკურსი (1955, ბრიუსელი). იყო ქართული სავიოლინო ნაწარმოებთა დიდი პროპაგანდისტი. ცნობილი მევიოლინე და პედაგოგ ლუარსაბ იაშვილის ქალიშვილი, მევიოლინეების ირინე და ნანა იაშვილების და. ქართველი მევიოლინე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97. – გვ. 92; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.312

Awards and Honors

  • 2003 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1997 - რუსეთის დამსახურებული არტისტი
  • 1996 - პოლონეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1975 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: