Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე გასპარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1924 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალ–გაზეთებთან – "რაბოჩაია პრავდა", "ზარია ვოსტოკა"; 1931 წლიდან გაზეთ "პრავდისათვის" ქმნიდა პოლიტიკურ კარიკატურებს; 30-70–იან წლებში თანამშრომლობდა ჟურნალებთან – "ნიანგი", "დროშა"; II მსოფლიო ომის წლებში მონაწილეობდა ანტიფაშისტური ფურცლებისა და პლაკატების ("ხიშტით და კალმით") შექმნაში; დაასურათა ქართველ მწერალთა ნაწარმოებები: კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი", დ. ბაქრაძის "გმირთა სისხლით"; გააფორმა ბ. პასტერნაკის ლექსების კრებული საქართველოს შესახებ; შექმნა პოეტ ს. ესენინის პორტრეტი (1925); მხატვარ–სატირიკოსი, გრაფიკოს–პლაკატისტი, პოლიტიკური კარიკატურის ოსტატი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.224 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |