შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ შაორშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1976 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1982 წელს. 1977–1979წწ. მუშაობდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში კომკავშირის კომიტეტის გათავისუფლებულ მდივნად; 1979–1983წწ. პედაგოგად; 1979–1985წწ. საქართველოს რადიოში გადაცემა "პიკის საათის" რედაქტორად; 1985–1992წწ. საქართველოს ტელევიზიაში ინფორმაციის მთავარი რედაქციის უფროს რედაქტორად; 1996 წელს მთავარ რედაქტორად; 1992 წელს დააარსა პროგრამა "ალიონი" და იყო მისი მთავარი რედაქტორი; იყო ავტორი და წამყვანი ტელერადიო გადაცემებისა: "აუქციონი", "პიკის საათი", "ნაშუადღევს". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97. – გვ. 196 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |