შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გუცაევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვედაგორა, ახალგორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1976 წელს და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1971-1986წწ. იყო თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი; 1987-1990წწ. თბილისის "დინამოს" (1992 წლიდან "იბერიის") გუნდის უფროსი; 1991-1994წწ. კვიპროსისი "ანორთოსისის" მენეჯერი და უფროსი მწვრთნელი; 1995 წელს ვლადიკავკაზის "ალანიის" გენერალური მენეჯერი; 1996-1997წწ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი; 1998-1999წწ. საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი; 1999-2000წწ. ვლადიკავკაზიის "ალანიის" უფროსი მწვრთნელი; 2001-2002წწ. ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მენეჯერი; 2002-2004წწ. საფეხბურთო კლუბ "მცხეთის" პრეზიდენტი; ჩატარებული აქვს: საკავშირო ჩემპიონატებში 303 (47 გოლი), სსრ კავშირის თაისის გათამაშებაში 45 (10 გოლი), საერთაშორისო შეხვედრებში 89 (18 გოლი), მ. შ. ევროპის საკლუბო ტურნირებში 34 (8 გოლი, მატჩი სსრკ ნაკრების შემადგენლობნაში ითამაშა 11 მატჩი (1 გოლი); ექვსჯერ იყო დასახელებული სიაში "33 საუკეთესო"; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; არის საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს (1971, 1976, 1981), ვერცხლის (1997) და სსრკ კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის (1983) მედლების, ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.235; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 141; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.121 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |