The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა გუჯაბიძე

ბიძინა გუჯაბიძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1960  (65 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩოჩხათი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი 1982 წელს.

შესრულებული აქვს ასვლები უშბაზე (8 ასვლა, ერთი ჩქაროსნული – 9სთ–ში), მყინვარწვერზე (60–მდე ასვლა, ერთი ჩქაროსნული სარეკორდო დროში – 12სთ 20წთ.) კონჟენევსკაიას პიკზე (2 ასვლა), კომუნიზმის (1998 წლიდან ისმაილ სამანის) პიკზე (2 ასვლა), ლენინის (2006 წლიდან იბნ სინას) პიკზე (2ასვლა), ხან–თენგრიზე (11 ასვლა, 1993-2004), მთავარ ლჰოცზეზე, დჰაულაგირზე (1996), ევერესტზე (2 ასვლა, 1999, 2004); 26–ჯერ დალაშქრა 7–ათასიანი მწვერვალები, 8–ათასიანი 6–ჯერ; ალპინისტი, მეკლდეური.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.236; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.194

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    1999 წლის 12-26 მაისს, პირველად საქართველოს ისტორიაში, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე -ევერესტზე ურთულესი მარშრუტით ასვლისას გამოჩენილი გამბედაობის, გულადობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ალპინიზმის პოპულარიზაციისა და ქართული ალპინისტური სკოლის საერთაშორისო სარბიელზე წარმოჩენაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის
  • ნეპალის სამთავრობო სიგელი
  • ღირსების ორდენი
  • მთამსვლელთათვის დაწესებული საპატიო წოდება "თოვლის ჯიქი"

გააზიარე: