The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო გუჯაბიძე

Legal name:ვლადიმერ გუჯაბიძე
Date of birth:26 August, 1945  (79 years)
Category:Sculptor, Painter

Biography

დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ჯურუყვეთი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1971 წელს.

მუშაობდა მხატვარ–გამფორმებლად თბილისის კომბინატ "ქალაქგაფორმებაში"; 1975 წელს მოეწყო მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა თბილისში, შემდეგ იტალიაში; 1976 წელს საცხოვრებლად გადავიდა აშშ–ში, სადაც მუშაობდა ქანდაკებების ჩამომსხმელად, დიზაინერად; 1981 წელს მისი სკულფტურული ნამუშევრები ერდროულად გამოიფინა ნიუ–იორკის რამდენიმე გალერეაში; 1989 წელს ო. როდენის სახელობის III საერთაშორისო კონკურსში (ტოკიო) მისი სკულპტურული კომპოზიცია "დაუოკებელნი" 15 გამარჯვებულს შორის მოხვდა და ტოკიოს ერთ–ერთ ქუჩაზე დაიდგა, ხოლო ქანდაკება "მუზა" დგას ჰამილტონის ტბის ნაპირას (ჩიკაგოს მახლობლად, აშშ); მხატვრულად აქვს გაფორმებული საზოგადოებრივი დანიშნულების რამდენიმე ობიექტი, მათ შორის – კინემატოგრაფისტთა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი სახლი (ბიჭვინთა); ნაყოფიერად მუშაობს ჭედურ ხელოვნებაში, ფერწერასა და გრაფიკაში; მისი ნამუშევრები დაცულია აშშ–ის მრავალ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.236

Awards and Honors

  • გამოფენა "კნიკერ ბოკერის" ოქროს მედალი

Share: