The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი გუჯაბიძე

ირაკლი გუჯაბიძე
Date of birth:14 June, 1953  (71 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი, მიწისქვეშა და საშახტო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს.

1975–1976წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეურნეო თემის ინჟინერი; 1976–1980წწ. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრის ლაბორანტი, შემდეგ უფროსი ლაბორანტი; 1984 –1999წწ. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1999–2002წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის კათედრის გამგე; 2002–2007წწ. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისა და მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის კათედრის გამგე; 1995 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო კვლევებისა და დაპროექტების რესპუბლიკური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ერთ–ერთი დამაარსებელი; 2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი; გამოქვეყნებული აქვს 54 სამეცნიერო შრომა, მათ შორის ერთი მონოგრაფია; მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია და დანერგილია მრავალი საინჟინრო პროექტი მიწისქვეშა და საშახტო მშენებლობის დარგებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; მეცნიერი მიწიქვეშა ნაგებობებისა და შახტების მშენებლობის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1994).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.236; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge

Member of Organizations

  • რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

Bibliography


Share: