შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე კოკოევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1968 წელს. 1969-1995წწ. საქმიანობდა განათლებისა და მეცნიერების დარგში: 1969 წელს იყო მომარაგების მთავარი კომიტეტის რესპუბლიკური გამოთვლითი ცენტრის განყოფილების უფროსი; 1969-1986წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1986-1993წწ. მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის სექტორის გამგე; 1991-1993წწ. არისტოტელეს სახელობის ბერძნულ-ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო-ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანი; 1993-1995წწ. საფირმო გაერთიანება "დინამიკას" საინფორმაციო სამარკეტინგო დეპარტამენტის გენერალური დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. იყო 40 სამეცნიერო სტატიის ავტორი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საკავშირო რესპუბლიკის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დაგეგმარებისათვის ტერიტორიული ბალანსირების მეთოდების შემუშავების სრულყოფა", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 185; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 211 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |