The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედუარდ კოდუა

ედუარდ კოდუა
Date of birth:14 October, 1929
Date of death:20 September, 2002  (at 72 years)
Category:Scientist, Educator, Sociologist, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1956წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. ცხაკაიას (ახლანდ. სენაკი) საშუალო სკოლაში. 1954-1959წწ. იყო სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მასწავლებელი; 1963-1968წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი (1963–1969) ; 1968-1980წწ. ფილოსოფიის კათედრის პროფესორი; 1980-2002წწ. სოციოლოგიის კათედრის გამგე. მისი კვლევის ძირითადი სფეროებია XX ს. ქართ. ფილოსოფია, სოციოლოგია, ისტორიული ფილოსოფია, ეგზისტენციალური ფილოსოფია. ისტორიულ ფილოსოფიაში ახლებურად გაიაზრა ისტორიული საზრისის პრობლემა, სოციოლოგიაში – სოციოლოგიის მიმართება სხვა სოციალურ დისციპლინებთან: სოციალურ ევოლუციასთან, სოციალურ ფსიქოლოგიასთან, დემოგრაფიასა და ანთროპოლოგიასთან. მან გამოყენებითი სოციოლოგია საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში დაუკავშირა მნიშვნელოვან მიკრო და მაკრო თეორიულ პარადიგმებს, რისი წყალობითაც ეს დისციპლინა აკადემიურ მეცნიერებად აქცია. არის მრავალი მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს და სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1968). პროფესორი (1970-1984). ფილოსოფოს-სოციოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ისტორიის ნეოკანტიანური მეთოდოლოგიის კრიტიკა", დაიცვა 1963 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ისტორიის საზრისის საკითხისათვის", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 184;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.345;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 109

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)
  • საქართველოს სოციოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1986-2002)

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდ წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: