The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამარა კობალაძე

ლამარა კობალაძე
დაბადების თარიღი:19 ოქტომბერი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სურამი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1984 წელს.

1984-1984წწ. იყო თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს სტაჟიორი; 1985-1987წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კონსულტანტი; 1987-1990წწ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს მოსამართლე; 1990-1998წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, პრეზიდიუმის წევრი; 1999-2005წწ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე; 2005-2009წწ. საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვი; 2009 წლიდან შპს "მედიატორი-ლ"-ის დამფუძნებელი, დირექტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 183;

          http://bsiac.ge/ge/page/structure/10


გააზიარე: